მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ თვეში რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდა 49 ობიექტი, დაილუქა - 25

61374c488a122
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 16:13
550
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელ ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში რეგულაციების დარღვევისთვის 49 ობიექტი დაჯარიმდა, ხოლო 25 დაილუქა.

მონიტორინგის შედეგები უწყების ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში საზედამხედველო უწყებების მხრიდან 1 842 აქტივობა განხორციელდა, მათ შორის 1 571 ინსპექტირება, სადაც გაიცა გაფრთხილება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში გადამოწმდა კითხვარით და ობიექტები რეკომენდაციების სრული დაცვით ფუნქციონირებდნენ, გარდა ამისა დაჯარიმდა ერთი ობიექტი.

2021 წლის 10 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, ჯამში, საზედამხედველო უწყებებმა 22 254 აქტივობა განახორციელეს, მათ შორის დაჯარიმდა 49 ობიექტი - 30 იურიდიული და 19 ფიზიკური პირი. რეგულაციების დარღვევის გამო დაილუქა 25 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.