მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ წელში 6 სახელმწიფო კომპანია გაიყიდა – სია

62527bc56fb98
სალომე მეცხვარიშვილი
10.04.22 10:34
2263
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 6 სახელმწიფო კომპანია გაიყიდა. ინფორმაცია bm.ge–ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მიაწოდეს.

როგორც უწყების მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, რიგ შემთვევაში გასხვისებულია ამა თუ იმ სახელმწიფო კომპანიის წილი, ზოგ შემთვევაში კი სრულად საწარმო. 6 სახელმწიფო კომპანიის აქციებისა თუ მისი სრული გასხვისების შედეგად სახელმწიფომ 3.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.



წამგებიანი სახელმწიფო კომპანიები საქართველოსთვის ერთერთ მთავარ ფისკალურ რისკად ითვლება, ამიტომ მათი რეორგანიზაცია ან გასხვისება მნიშვნელოვანია. შარშან ეკონომიკის უკვე ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სახელწიფო კომპანიების პრივატიზაციის მასშტაბურ ტალღას გეგმავდნენ.

პირველ ეტაპზე 10 საწარმოს პრივატიზება დაანონსდა. ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, რომელშიც პრივატიზებულ კომპანიებზეა საუბარი, მოხვდა ისეთებიც, რომლებიც თავდაპირველ სიაში(10 კომპანიაში) საერთოდ არ იყო მოხსენიეუბული.