მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ორ წელიწადში 10 000-ლარიანი სანომრე ნიშანი 68 ავტომობილზე გაიცა

5e25c8c03b642
თამთა ჯიჯავაძე
20.01.20 22:00
3218
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018-2019 წლებში 68 მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცა 10 000-ლარიანი სახელმწიფო სანომრე ნიშანი, - ამის შესახებ აღნიშნულია bm.ge-ის მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირად ღირებულ სანომრე ნიშნებს სწორედ 10 000-ლარიანი ნომრები წარმოადგენს.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგალითად, DATO1), 10 000 ლარი ღირს.

ხოლო სხვა ნომრების ფასი 150 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აღწევს. ფასი ასოების და ციფრების კომბინაციებზეა დამოკიდებული.