მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო პერიოდის მოვლენების გამო, ტურიზმთან დაკავშირებით პროგნოზი გაუარესდა – თიბისი კაპიტალი

5f3b936247c2f
თამთა ჯიჯავაძე
18.08.20 13:20
1014
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩვენი პროგნოზი ტურიზმთან დაკავშირებით, როგორც 2020, ასევე 2021 წლისთვის გაუარესდა. თუმცა, ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე, რომ როგორც კი ვირუსის შეკავება მოხდება, საქართველოში ტურისტების შემოდინება სწრაფად აღდგება, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის პირველ 7 თვეში 1,496 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა (-69.9% წ/წ), საიდანაც 885 ათასი ტურისტული (-67.2% წ/წ), 390 ათასი ექსკურსიული (-72.4% წ/წ), ხოლო 221 ათასი სხვა მოგზაურის (-74.0% წ/წ) ვიზიტი იყო.

2020 წლისთვის 2019 წელთან შედარებით თიბისი კაპიტალი ელოდება ტურიზმის 83%-იან კლებას. „პროგნოზები მნიშვნელოვანწილად მიჰყვება საერთაშორისო მოლოდინებს“, – წერს თიბისი კაპიტალი.

კომპანიის ცნობით, კორპორატიული მოგზაურობის აღდგენას უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვინაიდან კომპანიები ამცირებენ სამოგზაურო ბიუჯეტს და პირისპირ შეხვედრებს ვიდეო კონფერენციებს ამჯობინებენ.

„ქვეყნები, რომლებმაც ამ ზაფხულს ტურისტებს საზღვრები გაუხსნეს, დამაიმედებელ ტენდენციას აჩვენებს. თითქმის 100%-იანი ვარდნის შემდეგ, ხორვატიაში ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებლის 50%-ს დაუბრუნდა ივლისსა და აგვისტოში, მას შემდეგ რაც ქვეყანამ საზღვრები გახსნა.

თურქეთმა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა რეგიონში, აჩვენა რომ საზღვრების გახსნის შემდეგ ვიზიტორების მკვეთრი ზრდა აქვს. თუმცა, საზღვრების გახსნის გამო ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ მაღალია“, – წერს თიბისი კაპიტალი.