მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო რვა წელიწადში იმუნიზაციის ბიუჯეტმა დაახლოებით 6-ჯერ მოიმატა - NCDC

61fc24949a193
თამთა ჯიჯავაძე
03.02.22 23:10
344
პანდემიამდე, ბოლო რვა წელიწადში იმუნიზაციის ბიუჯეტმა დაახლოებით 6-ჯერ მოიმატა, - ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ 2020-2021 წლების ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რამაც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზაობა განაპირობა.

„საერთო ჯამში 2021 წლის განმავლობაში, ქვეყანამ მობილიზება გაუკეთა ჯანმოს მიერ ავტორიზებულ ოთხ ვაქცინას: „ფაიზერს“, „ასტრაზენეკას“, “სინოფარმს“ და „სინოვაკს“. ქვეყანაში ეტაპობრივად შემოტანილ იქნა ჯამში 5 034 500 დოზა კოვიდვაქცინა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

NCDC-ის ცნობითვე, ქვეყანაში გამოყენებული 4 სხვადასხვა ტიპის ვაქცინიდან ადმინისტრირებულია:

- „ფაიზერის“ 1 413 299 დოზა
- „სინოფარმის“ 759 549 დოზა
- „სინოვაკის“ 218 552 დოზა
- „ასტრაზენეკას“ 121 458 დოზა.