მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო წლებში Wizz Air-ი ტურიზმის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო – კახა სამყურაშვილი

5efcdc1196ad4
თამთა ჯიჯავაძე
02.07.20 00:10
1181
Wizz Air-ი ბოლო წლებში ტურიზმის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებშიც კიდევ უფრო გახშირდეს ფრენების რაოდენობა, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ავიაკომპანია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რეგიონული თვალსაზრისით.

„ფაქტობრივად ქუთაისის და მისი შემოგარენის გამოცოცხლებას და რეგიონული ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი. იმედს გამოვთქვამ, რომ კოორდინირებული მუშაობით მალე აღდგება ბაზაც ქუთაისში და ფრენების სიხშირეც“, – აღნიშნა სამყურაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და უფრო დიდი დატვირთვით შეუძლია მუშაობა, – „იქ დასაქმებულია უამრავი ადამიანი და ამ ფრენებზე ძალიან ბევრი სამუშაო ადგილია დამოკიდებული. შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მალე დალაგდება სიტუაცია, გაირკვევა რეგულარული ფრენების საკითხიც და დაბრუნდება Wizz Air-ი თავისი ფრენებით“, – განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

შეგახსენებთ, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას დროებით აჩერებს. აღნიშნული ZOOM-პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრას რადომაც დაადასტურა. ამ ფაქტის გამო ტურისტული სექტორის ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს.

ინდუსტრიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა იმისთვის, რომ Wizz Air-ს ბაზა ქვეყნიდან არ გასულიყო, თუნდაც - დროებით.