მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლონია და ნიცა - Wizz Air-ი ქუთაისიდან ორი ახალი მიმართულებით იფრენს

5db6d9f3c640e
თელარა გელანტია
28.10.19 16:21
1268
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით იწყებს.

როგორც bm.ge-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი - 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი - 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 ოქტომბერს მიენიჭა.

ცნობისთვის: Wizz Air-მა საქართველოში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საავიაციო ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (15%).