23.აგვისტო .2019 12:33

ბოლონია, კიოლნი -Wizz Air-ის 2 ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

views 264
უკან

იტალიის ქალაქი ბოლონია და გერმანიის ქალაქი კიოლნი ორი ახალი მიმართულებაა, სადაც ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება, ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება.

ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, Wizz Air უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენების ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა