მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლოს როდის გქონდათ კომუნიკაცია ივანიშვილთან? - კობახიძის პასუხი

62a9bee45e973
მარიამ ვარადაშვილი
15.06.22 15:20
11364

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციამდეც ირიბი სანქციების რეჟიმში იყო, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გაიგო.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ბოლოს როდის ჰქონდა კომუნიკაცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან ან რამე ხომ არ “შემოუთვალა” ბიძინა ივანიშვილმა მმართველ პარტიას. 

“ჩვენ ერთი რამე გვაქვს შემოთვლილი, რაც მისმა ადვოკატმა გააჟღერა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა ეს ვერ მოისმინა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მის <ივანიშვილის> მიმართ ირიბი სანქციები ისედაც მოქმედებს. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ისეთი გულუბრყვილო წარმოდგენა თითქოს ვიღაცის "უმუშევრობის" <დაუდევრობის> გამო მოხდა რაღაც რეზოლუციაში.

რეზოლუციამდე ირიბი სანქცია იყო, რაც პირდაპირ თქვა მისმა ადვოკატმა. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიგო თუ არ გაიგო ეს თავად შეგიძლიათ განსაჯოთ”, - აცხადებს კობახიძე.