მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ

6166c2150b26e
BM.GE
13.10.21 15:00
709
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს 100%-ით დაუფინანსდებათ სწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

“Bolt-სა და Bolt Food-ში ჩვენი მიზანია მომხმარებელს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ. ამ სერვისის შექმნაში კი, უმნიშვნელოვანეს როლს, ჩვენი პარტნიორი მძღოლები და კურიერები ასრულებენ.დღეს, ჩვენი პლატფორმებით ათასობით პარტნიორი მძღოლი და კურიერი სარგებლობს, რომლებსაც მუდმივად ვეხმარებით ღირსეული შემოსავლის მიღებაში.

თუმცა, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისთვის, გადავწყვიტეთ, მათი შვილებისთვის 100%-ით დავაფინანსოთ სწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინისა და Python-ის კურსებზე.

ამ ინიციატივით გვსურს ბავშვებისთვის განათლება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და მივცეთ მათ საშუალება გახდნენ სპეციალისტები დღეის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში", - აცხადებენ კომპანიაში.

შეთავაზებული კურსები 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. მათზე რეგისტრაცია 13 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო სწავლება 1 ნოემბრიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საკლასო ოთახებში დაიწყება.

(NS)