მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt Food უკვე თბილისშია (R)

5fd8c4fe21494
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.20 12:00
1446
ესტონური კომპანია Bolt საქართველოში საკვების ადგილზე მიტანის სერვისს, Bolt Food-ს იწყებს.

იმისთვის, რომ ადამიანების სახლში დარჩენა უფრო კომფორტული გახდეს, Bolt მომხმარებლებს საკვების მიტანის სერვისს, Bolt Food-ს, სთავაზობს. Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტოა. საწყის ეტაპზე, Bolt Food-ით შეკვეთის მიღებას თბილისის ყველა ცენტრალური უბნის მაცხოვრებლები შეძლებენ.

აპლიკაციის გაშვებასთან ერთად, ყველა მიტანა უფასო იქნება; მომხმარებლები იხდიან მხოლოდ იმ კერძების ღირებულებას, რაც მათ შეუკვეთეს.

“მოცემული მდგომარეობა ყველასთვის რთულია. იმედი გვაქვს, რომ საყვარელი რესტორნებიდან ადგილზე მიტანის შესაძლებლობა ბევრისთვის იქნება სახლში დარჩენის მოტივატორი. ამასთანავე, ჩვენ 5000-მდე მძღოლი გვყავს თბილისში და ვფიქრობთ, Bolt Food მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდება, ვინაიდან მკაცრი შეზღუდვების პირობებში, მძღოლის მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია”, ამბობს Bolt-ის CEO საქართველოში.

Bolt Food-ით საკვების შეკვეთა თბილისში უკვე 150-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი. მათ შორისაა ისეთი ცნობილი რესტორნები, როგორებიცაა Barbaresgan, Ukve, Bernard, Coffeesta და სხვა. ახალი რესტორნები აპლიკაციაში ყოველ დღიურად ემატება. დასაწყისთვის, Bolt Food-ით სარგებლობა თბილისის ყველა ცენტრალურ უბანშია შესაძლებელი, მაგრამ ეტაპობრივად მიწოდების არეალი გაფართოვდება და დაემატება ახალი უბნები.



საკვების შესაკვეთად, მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს Bolt Food-ის აპლიკაცია საკუთარ სმარტფონზე, სადაც ის ხელმისაწვდომი რესტორნების და მათი მენიუების აღმოჩენას შეძლებს. შეკვეთის დადასტურებამდე, აპლიკაცია მომხმარებელს აჩვენებს შეკვეთის ღირებულებას და მიტანის სავარაუდო დროს. ღირებულების გადასახდელად, მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს საკუთარი საბანკო ბარათის დეტალები აპლიკაციაში. Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტოა; მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს მიტანის ზუსტი ადგილი აპლიკაციაში, რის შედეგადაც, კურიერი შეკვეთას უკონტაქტოდ დატოვებს მისამართზე.