მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt მომხმარებელს ახალ - Economy კატეგორიას და 2.5 ლარიდან მგზავრობას სთავაზობს

5fbe6cbf07e2f
BM.GE
26.11.20 10:15
766
ესტონური კომპანია Bolt აქტიურად ზრუნავს, რომ მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ, ამიტომ აპლიკაციაში წარმოგიდგენთ ახალ კატეგორიას - Economy.

Economy კატეგორია გთავაზობთ:

● მგზავრობის მინიმალური საფასური 2.5 ლარი;
● ფასი 35%-ით ნაკლები ვიდრე სტანდარტული Bolt კატეგორია;
● მანქანის მოსვლის საშუალო დრო 3 წუთი;
● შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე ბარათით ანგარიშსწორება.

მნიშვნელოვანია რომ ყოველი გადაადგილება ქალაქის ნებისმიერ წერტილში იყოს მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და რაც ყველაზე მთავარია - უსაფრთხო.

Bolt ახალი კატეგორია აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია და მის გამოსაყენებლად საკმარისია მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა, “Economy” კატეგორიის მონიშვნა და მანქანა რამდენიმე წუთში შენთან იქნება.

ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, Bolt-მა ასევე შექმნა ახალი - Isolated კატეგორია.


რა არის Isolated კატეგორია?

Isolated კატეგორიაში წარმოდგენილ ყველა მანქანაში – მძღოლისა და მგზავრის სავარძლებს შორის დამონტაჟებულია დამცავი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს მძღოლსა და მგზავრს შორის ჰაერის ნაკადის შეზღუდვას – რაც თავისთავად ამცირებს დაინფიცირების რისკს.

მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, მოსახლეობის ნაწილს მაინც უწევს ქალაქში გადაადგილება. ახალი Isolated კატეგორია კი უზრუნველყოფს რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდეთ ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს Bolt-ის აპლიკაცია → http://bit.ly/TapToBolt