მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია - ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოში

5eda7e2064040
BM.GE
05.06.20 23:20
1597
ტექნიკურ დონეზე, დღეს, ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით ვინ არის მზად, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს. პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ეფექტურად გახსნის ტურიზმს და ამაში მნიშვნელოვანი როლი ექიმებს, პოლიციელებს და მესაზღვრეებს აკისრიათ.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთო, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ და ფული გადაიხადონ საქართველოში ტურიზმში. ნათესავთან ჩავედი, ბებიასთან, ესეც შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამასაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს, ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდეგ უკვე მზად უნდა ვიყოთ, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ.

რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი გასაკეთებელია ფრთხილად და გონივრულად, თუმცა შესაძლებელია. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად ვიქნებით პირველები, ვინც ეფექტურად გახსნის, ტურიზმზე ვსაუბრობ, თორემ ეკონომიკის ბევრი ნაწილი ჩვენ ბევრზე უკეთესად და სწრაფად გავხსენით და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს. უნდა გავიაროთ ყველა სახის ადაპტაცია იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ. ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციური საავადმყოფოა და საერთოდ, ჯანდაცვის სისტემა აქ ყოველთვის ძლიერი იყო, დასავლეთ საქართველოს აქედან ვფარავდით. ამიტომ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავუბრუნოთ, პირველ რიგში, ოჯახს და სამსახურს, რომ ადამიანს შემოსავალი ჰქონდეს და, ელემენტარულად, ოჯახის რჩენა შეძლოს. მარტივი ჭეშმარიტებებია, ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ უკიდურესად გონივრულად და პასუხისმგებლიანად, ეფექტურად მოქმედებდნენ, პირველ რიგში, ექიმები, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პოლიცია, საზღვარი. რაც ყველაზე დიდი რისკის შემცველია დღეს, ისევ ხდება იმპორტირებული,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია, რომ სერვისის მიმწოდებლებმა ზედმიწევნით დაიცვან დადგენილი სტანდარტები.

„ჩვენ ვირუსის შიდა გავრცელებას ვაკონტროლებთ და ეს ფაქტია, არ გვაქვს ახალი კლასტერები, ვინმე ინფიცირებული თუ გვყავს - ვხედავთ საიდან. ძალიან ეფექტურად მუშაობს საკარანტინო სივრცეები, როგორც ბუფერები, ადამიანი რომ შემოდის, 14 დღე იქ არის, კეთდება ანალიზი და იქიდან არის ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ეს სისტემა კარგად გვაქვს დალაგებული, თუმცა იმპორტირებული მაინც დიდი რისკის შემცველია. ჩვენ ქვეყანას და საერთაშორისო ვაჭრობას ვერ გავაჩერებთ. სატვირთო მანქანები მოძრაობენ, ქუთაისის გავლითაც, მათ შორის. ეს ყველაფერი რისკის შემცველია და აქ კონტროლს აქვს დიდი მნიშვნელობა, ამიტომ ექიმების შემდგომ მესაზღვრეები, პოლიციელები, პატრული არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, შემდგომ უკვე თქვენ - სერვისის მიმწოდებლები, რომლებმაც ჯერ ჩვენი მოქალაქეები და შემდგომ უცხოელები უნდა მიიღოთ და არ არის იქ რთული სტანდარტები, თერმოსკრინინგი, ნორმალური დეზინფიცირების პროტოკოლები, რომლებიც შესასრულებელია, დანარჩენში ყველაფერში მოგეხმარებათ იქ ნორმალური „ქლინინგი“ რასაც ქვია, ნორმალური ტრანსპორტი და მარტივია ეს, არ არის რთული,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.