მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Booking-მა და Airbnb-მ რუსეთსა და ბელარუსში მუშაობა შეაჩერა

6222edb412c64
BM.GE
05.03.22 08:49
558
Booking.com-მმა რუსეთში და ბელარუსში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Booking.com-ის აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელ LinkedIn-ში წერს.

„ყოველდღიურად, როცა უკრაინაში ომის დესტრუქციულობა იზრდება, რეგიონში ბიზნესის კეთების სირთულეები იზრდება. ამ სირთულის გამო, რომელიც მოიცავს სანქციებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან შეზღუდვებს, ჩვენ ვაჩერებთ ტურისტულ მომსახურებას რუსეთსა და ბელორუსში“,-  განაცხადა გლენ ფოგელმა.

რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობა შეაჩერა Airbnb-მაც.

წყარო: Meduza.io