მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორელი რუსებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას მხარს არ უჭერს

630c5951f2815
BM.GE
29.08.22 10:08
733
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, შესაძლოა არ მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთთან ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმების გაუქმების თაობაზე  - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
 
„არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
 
მისი თქმით, საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზების მიღებას რუსების ნაწილი შეძლებს.
 
"ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”, - აღნიშნა ბორელმა.