მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი BBC-ის დაფინანსების საკითხის გადახედვას გეგმავს

5dfa05b8b8d30
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.19 21:00
1039
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, BBC-ის დაფინანსების თემას გადახედოს. ამის შესახებ CNN Business-ი იტყობინება.

როგორც ცნობილია, BBC სწორედ სალიცენზიო გადასახადებიდან შემოსული თანხით ფინანსდება. სამაუწყებლო ტელეკომპანიას 2,000-მდე ჟურნალისტი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა აღნიშნულ მაუწყებლობაზე წვდომისთვის წელიწადში 206 აშშ დოლარს (154.50 ფუნტი სტერლინგი) იხდის.

გასულ წელს BBC-იმ 5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო (3.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) სალიცენზიო გადასახადებიდან, რაც ტელეკომპანიის ბიუჯეტის 75%-ია.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ ჯონსონმა ბრძანება გასცა ლიცენზიის საფასურის გადახედვაზე.

მედიაორგნიზაციის მიმართ უკმაყოფილება გაჩნდა „ბრექსიტის“ და არჩევნების პროცესის გაშუქების გამო.

„უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა, როდესაც საქმე ერთი მედიაორგანიზაციის დაფინანსებას ეხება იმის გათვალისწინებით, რომ სხვა მედიაორგანიზაციები საკუთარ ხარჯებს თავად ფარავენ“ , – განაცხადა ბორის ჯონსონმა არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე.

აღსანიშნავია, რომ თუ ჯონსონის ინიციატივა ამოქმედდება, მაშინ BBC წელიწადში საშუალოდ 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დაკარგავს.