17.ივლისი .2020 16:20

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის ჯანდაცვის დაფინანსების $3.7 მილიარდით გაზრდას აპირებს

views 395
უკან

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის დამატებით 3,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს. სავარაუდოდ, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„შესაბამისი ზომები უკვე მიღებული აქვს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს და მზად არის როგორც კორონავირუსის მეორე პიკისთვის, ასევე, იმ ზედმეტი წნეხისთვის, რაც შეიძლება ზამთრის სეზონს მოჰყვეს“, - აღნიშნულია Downing Street-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნული ფინანსური რესურსი ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის დამტკიცებისთანავე გახდება ხელმისაწვდომი, რაც უწყებას შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საავადმყოფოების მოცულობა, გააძლიერონ და შეინარჩუნონ სასწრაფო დახმარების ხაზი საავადმყოფოებში, რომელიც მარტის შემდეგ ოპერირებს.

„ეს დამატებითი პაციენტების მიღების და მკურნალების საშუალებას მოგვცემს,“ -  წერენ Downing Street-ის ოფიციალურ განცხადებაში.