მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი ფიქრობს, რომ ქვეყანა შეძლებს გაზაფხულისთვის კორონავირუსის დამარცხებას

5fa06c2917309
თამთა ჯიჯავაძე
03.11.20 00:24
1615
არის პერსპექტივა, რომ ჩვენ ვაქცინა მომავალი წლის პირველ ნახევარში გვექნება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ქვეყანას ასევე აქვს უფრო მეტად კვალიფიციური სწრაფი ტესტების მიღების წყაროები.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს დავამარცხოთ ვირუსი გაზაფხულისთვის, როგორც კაცობრიობას სხვა ინფექციური დაავადებები დაუმარცხებია. მე მარტო არ ვარ ამ ოპტიმიზმში, არ შემიძლია თავი მოგაჩვენოთ და გითხრათ, რომ გზა რაც გასავლელი გვაქვს, მარტივია, ან მტკივნეული არჩევანის გარეშე იქნება ეს ყველაფერი ჩვენთვის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, ბრიტანეთში, კომპანია AstraZeneca მუშაობს კორონავირუსის ვაქცინაზე. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ მათი ვაქცინის შესწავლა დააჩქარა.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის დაფიქსირებულია ჯამში დაინფიცირების 1 053 864 შემთხვევა. მათ შორის დღეს 18 950 ახალი შემთხვევა დადასტურდა.