მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი

5e8b82a0b217f
თამთა ჯიჯავაძე
06.04.20 23:25
1297
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ BBC წერს.

"პრემიერ–მინისტრის მდგომარეობა გაუარესდა, მისი სამედიცინო ჯგუფის რჩევით, ის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს", – წერია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.

ჯონსონის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი იქნება საჭიროების შემთხვევაში.



შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის სახლში იმყოფებოდა, თუმცა, გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც პრემიერის პრესსამსახურმა გუშინ განაცხადა, covid-19-ის დადასტურებიდან მეათე დღეს ჯონსონს ვირუსის სიმპტომები კვლავ აღენიშნებოდა, ამიტომ კლინიკაში მისთვის ტესტის და გამოკვლევების ჩატარებას გეგმავდნენ.