მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორისპოლის აეროპორტის ტერმინალებში მუშაობა შეჩერდა

5dadf8f0bdd17
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 22:38
1883

დაახლოებით, ერთი საათის წინ, კიევის  ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებმა მუშაობა შეაჩერა. ადგილიდან თანამშრომლებისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც აეროპორტის პრეს-სამსახურში განმარტავენ, მიზეზი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის დამუშავების შედეგად აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების სავარაუდო გაჟონვის ფაქტია.



”წინასწარი შეფასებით, აეროპორტის და მიმდებარე ტერიტორიის დამუშავებისას მავნე ნივთიერებების გაჟონვის ფაქტი დაფიქსრიდა”, - ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


ამ დროისათვის, აეროპორტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კომისია და სპეციალისტები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს დეტალების დადგენა.


ბორისპოლის აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს,  ფრენების გრაფიკს თვალყური ინტერნეტით ადევნონ და დაელოდონ საგანგებო სიტუაციების სამსახურის საბოლოო დასკვნას.


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის დაგეგმილი ჩამომსვლელი რეისები ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება.