მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორისპოლის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

5dae0e0a2d75d
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 23:56
886
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს და ჰაერის ხარისხი ნორმის ფარგლებშია; შესაბამისად, მავნე ნივთიერების გაჟონვისა და მოწამვლის საფრთხე გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებმა მუშაობა შეაჩერა. ადგილიდან თანამშრომლებისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც აეროპორტის პრეს-სამსახურში განმარტავდენ, მიზეზი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის დამუშავების შედეგად აღმოჩენილი მავნე ნივთიერებების სავარაუდო გაჟონვის ფაქტი იყო.