მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

5f4bf3233ef35
BM.GE
30.08.20 22:36
1242
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, კერძოდ კი სოფელ აწყურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი იმყოფება, რომლებიც სამუშაოებს ხვალ დილიდან განაახლებენ.

დღეს საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.