საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი "ბორჯომი ჰესის" რეაბილიტაციისთვის, რომელიც ექსპლოატაციაში პირველად 1899 წლის 15 იანვარს შევიდა, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე ტენდერს მიმდინარე თვის ბოლოს გამოაცხადებს. ამის შესახებ BM.GE-ს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ობიექტის სამომავლო სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 11 მეგავატი იქნება, თუმცა ამ და სხვა ყველა პარამეტრს კვლევა დააზუსტებს.
"ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს სექტემბერში უნდა მოვრჩეთ. ზოგადად, ამ ჰესის რეაბილიტაციის პროექტს ჯერჯერობით მხოლოდ ფონდი ახორციელებს და ეს ობიექტი მომავალში, სავარაუდოდ, სახელმწიფოს გადაეცემა. პროექტზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, რომ ყველაფერი პირვანდელი სახით აღდგეს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდეგ ოპტიმალური მოდელი შეიქმნება", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: "გროს ენერჯი ჯგუფმა" უკვე განახორციელა კვლევა იმის შესახებ, თუ რა ტექნიკური და ეკონომიკური შედეგი დადგებოდა ობიექტის პირვანდელი სახით ამუშავების შემთხვევაში, რამაც გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, აჩვენა, რომ ძველი, ისტორიული პარამეტრებით ჰესის ექსპლოატაციაში შესვლა ეკონომიკურად გამართლებული არ არის, ამიტომ განახლებული პროექტის მოსამზადებლად ფონდი ტენდერს ისევ აცხადებს.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯომი ჰესს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ობიექტმა ფუნქციონირება 1950 წელს შეწყვიტა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ