საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვას ისევ გეგმავს. თავდაპირველად ფონდი სასტუმროს 50%-იან წილს ფლობდა, თუმცა 2018 წელს საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმრო ყაზახური მხარისგან გამოისყიდა და 100% აქციების მფლობელი გახდა. იმავე წელს დაანონსდა, რომ ფონდი სასტუმროს გასხვისებას გეგმავდა, თუმცა სასტუმრო ჯერ კიდევ ფონდის ბალანსზეა.
დავით საგანელიძე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე ინვესტორის სასტუმრო ბიზნესით დაინტერესება რთული იქნება, თუმცა ფონდი გეგმავს სასტუმრო ღია აუქციონის გზით გაასხვისოს.
„უკვე გვქონდა გარკვეული მემორანდუმიც გაფორმებული ერთ-ერთ ბერძნულ მსხვილ კომპანიასთან, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა მსოფლიო ტურიზმი უმძიმეს სიტუაციაშია, რა თქმა უნდა, დღეს სასტუმროების ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთულია, თუმცა ვრჩებით იმ აზრზე, რომ ის გავყიდოთ. საპარტნიორო ფონდი არ არის მენეჯმენტ კომპანია, ჩვენი ფუნქცია და როლი არ არის სასტუმროების მართვა, ჩვენი როლი იყო ის, რაც გავაკეთეთ, სასტუმრო აშენდა, მუშაობს, გამოსყიდული იქნა ყაზახური მხარისგან წილი და ახლა ჩვენ ამას ღია აუქციონით გავყიდით. ვფიქრობ, ახლა ამისთვის მთლად კარგი დრო არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამის დრო დადგება და ჩვენ ამ სასტუმროში ყველაზე კარგ და მნიშვნელოვან ინვესტორს შემოვიყვანთ“, - განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, ფონდმა სასტუმროს გასხვისების მიზნით აუქციონი გასულ წელს გამოაცხადა, რაც ვერ შედგა. ბორჯომი-ლიკანის საწყისი ღირებულება 38 მლნ დოლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი