06.იანვარი .2020 18:18

„ბორჯომი-ლიკანში“ თანამშრომლების გაფიცვა შეწყდა - რა დაპირება მიიღეს მენეჯმენტისგან?

views 621
უკან

„ყველაფერი კარგად არის” - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა bm.ge-ის ჟურნალისტთან ს სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის მენეჯერი კობა აბულაძე, რომელიც სასტუმროს გაფიცულ თანამშრომლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
აბულაძემ სიტუაციის დეტალურად ახსნაზე უარი თქვა.

სასტუმროს თანამშრომლები ამ ენთუზიაზმს, როგრც ჩანს, არ იზიარებენ, რადგან ღია საუბრისგან ისევ თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ მენეჯმენტმა ერთკვირიანი ვადა ითხოვა დამატებითი კადრების ასაყვანად.

ამ დროისთვის „ბორჯომი ლიკანში“ გაფიცვა შეწყდა. მიმღებმა სტუმრების მიღება განაახლა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ „ბორჯომი ლიკანის“ თანამშრომლები გაიფიცნენ და სტუმრების მომსახურებაე უარი განაცხადეს. ისინი შრომის პირობების აპროტესტებდნენ.

„გაუსაძლისი მდგომარეობაა. 1 კაცს უწევს იმდენი საქმის კეთება, რამდენსაც 20 თანამშრომელი უნდა აკეთებდეს. ვითხოვთ, ადამიანურ მოპყრობას და სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას. არსებულმა გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გავიფიცეთ ყველა - დამლაგებლებით დაწყებული დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული და უარი ვთქვით სტუმრების მომსახურებაზე“, - განუცხადა bm.ge-ის „ბორჯომი ლიკანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა