მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის“ და დევიდ კომას თანამშრომლობა - ლიმიტირებული სერია საქართველოში უკვე გამოჩნდა

63a9518ad5d97
BM.GE
26.12.22 12:40
850
ქართული მინერალური წყალი - „ბორჯომი“ წინასაახალწლოდ საზოგადოებას, „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. ახალი დიზაინი მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ დიზაინერთან - დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეიქმნა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული შეფუთვის შესაქმნელად, დევიდ კომასთვის შთაგონების წყაროდ საქართველოს უდიდესი მეფის, თამარ მეფის სამკაული იქცა.

ამ თანამშრომლობით, ორ ბრენდს - BORJOMI X DAVID KOMA სურდა, რომ შექმნილიყო ისეთი ვიზუალი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავდა. „ბორჯომის“ ქილის შეფუთვაში, გამოყენებულია „ბორჯომის“ ტრადიციული ქართული მწვანე ფერი, ბრენდის სიმბოლო ირემი და დევიდ კომასთვის დამახასიათებელი ბრჭყვიალა ელემენტები.

ვახტანგ ანთაძე, ბრენდ „ბორჯომის“ გლობალური დირექტორი:

"„ბორჯომი“ არის ცოცხალი ლეგენდა! ვამაყობთ, არაერთ ლეგენდასთან თანამშრომლობის ისტორიით, რომელიც დევიდ კომასთან კოლაბორაციით გრძელდება. „ბორჯომი“ მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. თავისი შემოქმედებით დევიდ კომა ასევე აცნობს საქართველოს მსოფლიოს. „ბორჯომსა“ და დევიდ კომას ქართული წარმომავლობა აერთიანებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან გვეთანამშრომლა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დევიდ კომას მხოლოდ საქართველოსთვის შეექმნა დიზაინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის ქართულ იდენტობას.“

ირინა კეიდია, IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგის დირექტორი:

„BORJOMI X DAVID KOMA - ეს კოლაბორაცია სიმბოლურია და ვფიქრობ კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას დიზაინერთან, რომელიც ასევე საქართველოში დაიბადა და შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დევიდ კომამ, ექსკლუზიურად საქართველოსთვის შექმნა „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებული შეფუთვა, რომელიც თაროებზე უკვე წარმოდგენილია. ქილის დიზაინში, „ბორჯომის“ მთავარ სიმბოლოსთან - ირემთან ერთად, გამოყენებულია ქართული იკონოგრაფიის კლასიკური ელემენტები. „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და ჩვენც ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ, წინა საახალწლოდ საზოგადოებისთვის ლიმიტირებული შეფუთვის შეთავაზება.“

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი - დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე საქართველოში, თბილისში დაიბადა, ამჟამად ის ლონდონში ცხოვრობს. უკვე წლებია მისი ნამუშევრები მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ აღიარა. მკვეთრად გამოხატული ხელწერა, ქალის სილუეტით შთაგონებული სკულპტურული ფორმები, დახვეწილი და ელეგანტური სამოსი - ეს დევიდ კომას შემოქმედების მთავარი და უცვლელი ხაზია. ლონდონის პრესტიჟული მოდის სასწავლებლის - Central Saint Martins-ის დასრულების შემდეგ, დევიდ კომამ თავისი ბრენდი დააფუძნა და მას შემდეგ, ლონდონის მოდის კვირეულის მონაწილეა. არაერთი საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, დევიდ კომა საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს.



დევიდ კომა, დიზაინერი:

"„ბორჯომი“ და საქართველო უკვე განუყოფელია. ქართველები, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვქმნიდეთ, ყოველთვის ვიაზრებთ, რომ ჩვენი ნამუშევრები, თანამედროვე გამოწვევებთან ერთად, უნდა პასუხობდეს ჩვენს იდენტობას - თუ საიდან მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამ თანამშრომლობას განვიხილავ, როგორც განსაკუთრებულ შესაძლებლობას - დავუბრუნდე ჩემს ფესვებს. ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ წვლილი შევიტანო უკვე ისტორიად ქცეული პროდუქტის დიზაინის შექმნაში, რომელიც მრავალი წელია მიყვარს.

საქართველოს ისტორია, ფოლკლორი და კულტურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო. ამჯერად კი, ინსპირაცია თამარ მეფის სამეფო სამკაულია. ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ბრჭყვიალა ელემენტებს, სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ბუნებრივი მიმართულება. მსმენია ლეგენდა ირემზე, რომელმაც „ბორჯომის“ უნიკალური წყალი აღმოაჩინა. ამიტომ, შეფუთვაში ეს ისტორიაც შევინარჩუნე. ბრენდის განუყოფელ სიმბოლოსთან ერთად, დიზაინში გამოვიყენე ქართული მწვანე ფერი, ასე უხვად რომ არის საქართველოში - თუნდაც მწვანე ტყეები, წყალი რომ ირეკლავს.“

„ბორჯომის“ ახალი, 0.33 ლიტრიანი ქილა, ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. ლიმიტირებული შეფუთვა საქართველოში უკვე გამოჩნდა.

®