მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის“ ღირებულება დღეს რადიკალურად სხვაა, ვიდრე ხუთი თვის წინ“ - ხაზარაძე

627be14b5330e
თელარა გელანტია
12.05.22 15:12
2527
„სახელმწიფომ "ალფა ჯგუფისგან" კომპანია "ბორჯომის" აქციები გამოისყიდოს, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებზე გაასხვისოს“, - ამ შინაარსის პოსტი მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

საქმე ის არის, რომ 29 აპრილს „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერდა. მიზეზი ისაა, რომ IDS Borjomi-ის საკონტროლო, 60%-იანი პაკეტის მფლობელი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფია”, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაში მოხვდა.

"რედაქტ2"-ში სტუმრობისას მამუკა ხაზარაძეს ვკითხეთ - რატომ უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ "ალფა ჯგუფისგან" "ბორჯომის" აქციები და შესაბამისად, დაიხარჯოს გადასახადების გადამხდელების ფული, რაზეც მან განმარტა, რომ გამოსყიდვაში სანქცირებულ ოლიგარქთან მოლაპარაკებას გულისხმობდა და არა ბიუჯეტიდან თანხის გადახდას.

„ბორჯომის“ ღირებულება დღეს რადიკალურად სხვაა, ვიდრე თუნდაც ხუთი თვის წინ“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე და მთავრობას IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებას ურჩევს, რათა კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს და ასობით ადამიანი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

„სახელმწიფოს მიერ „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციების გამოსყიდვაში სანქცირებულ აქციონერთან კონტრაქტის დადება და გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკება ვიგულისხმე. გამოსყიდვაზე როცა ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სიმბოლური ფასი, კომპანიის საბაზრო ღირებულება ან პირიქით - მინიმალური. ფაქტია, „ბორჯომის“ დღევანდელი ღირებულება არის რადიკლურად სხვა, ვიდრე იყო თუნდაც 5 თვის წინ... ამდენად, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი კონტრაქტი გააფორმოს მაჟორიტარ აქციონერთან. დღეს მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს მთავარი მომლაპარაკებელი და შემდეგ უკვე საფონდო ბირჟის გზით მოქალაქეებმა შეიძინონ“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ამ სიტუაციაში, ასევე ლოგიკური იქნებოდა, თუ „ალფა ჯგუფი“ აქციების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფოს აჩუქებდა.

მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ „ბორჯომის“ აქციებს მოქალაქეები შეიძენენ, მაგრამ თავად ამის გაკეთებას არ აპირებს და ხსნის რატომაც.

„ბორჯომი“ სახალხო პროდუქტია, ბრენდია და რაც უფრო მეტი ადამიანი, ქართველი მიიღებს მონაწილეობას მის მართვაში ანუ შეიძენს აქციებს, ეს საქართველოსაც წაადგება და კომპანიის მომავალსაც წაადგება. ვფიქრობ, სიმბოლურადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩადებს ფულს, რათა ჰქონდეს „ბორჯომის“ ფასიანი ქაღალდი, რომელიც მის შვილს მომავალში დიდ მოგებას მოუტანს.

მე გამოვედი ამ ბიზნესიდან და არ მაქვს სურვილი, ისევ შევიდე <იყიდოს „ბორჯომის“ აქციები>; მე ამოცანა შევასრულე - ჩემს მეგობრებთან ერთად დანგრეული „ბორჯომი“ მულტინაციონალური კომპანიის დონემდე მივიყვანეთ. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რატომ გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ბორჯომის 60%-იანი წილი რუსულ ‘Alfa Group’-ზე?