19.ივლისი .2022 11:58

ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე ₾3 მილიონამდე დაიხარჯა

ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე ₾3 მილიონამდე დაიხარჯა
views 545
უკან

მე-19 საუკუნეში აშენებული ბორჯომის კავალერიის შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია და სამუზეუმო სივრცედ ადაპტაციის სამუშაოები ჩაუტარდა.

როგორც bm.ge-ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

აღდგენილ შენობაში საექსპოზიციო დარბაზები მოეწყო, სადაც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი განთავსდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, შენობა ახალ ფუნქციას შეიძენს და ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა