მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსნია და ჰერცოგოვინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

5e60c3044a0fe
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 19:00
687

ბოსნია და ჰერცოგოვინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა b92.net.com-ი ავრცელებს.

როგორც პორტალი აღნიშნავს, ინფიცირების პირველ შემთხვევას ოფიციალურად ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე ინფიცირებული პირების ვინაობა და სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი პრესკონფერენციას მოგვიანებით გამართავს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 70 -ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ჯამურად ინფიცირებულთა რაოდენობამ 95,488 შეადგინა, დაიღუპა 3,286 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 53,689 ინფიცირებული.