მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოსტნეული წლიურად 46%-ით გაძვირდა, პურპროდუქტები 28%-ით, შაქარი 19%-ით

6270d7910bd29
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.22 11:19
1115
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილში ქვეყანაში 12.8%-იანი ინფლაცია იყო. წლიურ ჭრილში ფასების ორნიშნა ზრდაა სურსათის და ტრანსპორტის მიმართულებით. მთლიან ინფლაციაში სურსათის წვლილი 6.77% იყო. ამ ჯგუფში ფასები მკვეთრად გაზრდილია ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (28.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი), თევზეული (18.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი).

2022 წელს სავალუტო ფონდი საქართველოში საშუალოდ 9.5%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.