მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება

63400561cfb7f
BM.GE
08.10.22 09:05
895
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ მესამედ ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.

ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის.

აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში, ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ასევე, გამოიფინება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი.

ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.