მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს შეზღუდვები - თამარ გაბუნიას პასუხი

5fd72262ca640
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 12:31
2452
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და შეზღუდვების გადახედვის კუთხით მომდევნოერთი კვირა  გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ დაზუსტებული პასუხი ვერ გასცა გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები ან რა შეზღუდვები მოიხსენება, თუმცა განაცხადა, რომ დღეისთვის მოქმედებს შეზღუდვების ამოქმედების და მოხსნის ის გეგმა, რომელიც აქამდე იყო გაჟღერებული.

„ერთი კვირა ჩვენთვის ეპიდემიოლოგიურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა დავრწმუნდეთ, რეალურად სტაბილიზაციის ის ტენდენცია, რომელიც არის, შენარჩუნდება თუ - არა. ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. უფრო დეტალური გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სურათზე, რიცხვები რასაც გვეტყვის, ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.