მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BP-ის ახალი CEO 2050 წლისთვის ნულოვან ემისიაზე გადასვლის შესახებ აცხადებს

5e453a629ab3b
ნათია თაქთაქიშვილი
13.02.20 23:00
986
გიგანტური ნავთობკომპანია BP-ი 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის ნულოვან ემისიაზე აცხადებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, მიზანი შეიძლება უფრო ადრეც კი იქნას მიღწეული. ამის შესახებ CNN-ი წერს.

კომპანიამ პირობა დადო, რომ თავისსაქმიანობაში შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გამოყოფას, რაც თან ახლავს მის მიერ წარმოებულ გაზს და ნავთობს. BP ასევე მიზნად ისახავს შეამციროს ნახშირბადის ინტენსივობა მის მიერ გაყიდულ პროდუქტებში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმის ფონზე, რომ BP ნავთობკომპანიაა, მისი დაპირება საკმაოდ ამბიციურია.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიდეთ ნულოვან ემისიაზე და რაც უფრო მალე დავიწყებთ მით უკეთესი იქნება“, - განცხადა BP-ის ახალმა CEO ბერნარდ ლუნიმ.

ლუნის განცხადებები იმ ინიციატივის საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც ინვესტორებმა და ეკო-აქტივისტებმა პარიზის კლიმატური შეთანხმების ფარგლებში წამოჭრეს, შეთანხმების მიზანია გლობალური დათბობის შემცირება 2 ცელსიუსი გრადუსით.