მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BP რეკორდულ მოგებაზე გავიდა

63e22024899b3
გიორგი თოლორდავა
07.02.23 14:24
2599
ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია BP გასულ 2022 წელს რეკორდულ მოგებაზე გავიდა. საერთო ჯამში, კომპანიამ 27.7 მილიარდი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე და მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.

გასული წელი რეკორდული მოგებით დაასრულეს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილმა სხვა მსხვილმა კომპანიებმაც, მაგალითად: ExxonMobil-მა $56 მილიარდის მოგება მიიღო; Chevron-მა წელი $35-მილიარდიანი მოგებით დაასრულა; ბრიტანულმა გიგანტმა, Shell-მა $40 მილიარდის მოგების გენერირება შეძლო.

დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგების გარდა, Shell-ის ხელმძღვანელობა მომდევნო წლის განმავლობაში 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას და გეგმავს. კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების 10%-ით გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

ზოგადი საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, BP-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული, რამაც კომპანიის შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

ერთწლიან ჭრილში BP-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 10%-ითაა გაზრდილი და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 130 მილიარდ დოლარს აღწევს. 1909 წელს ლონდონში დაფუძნებული BP მსოფლიოს მასშტაბით 60,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული კომპანიაა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.