მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ფულადი გზავნილები 9.6%-ით შემცირდა

5ee72dcf4f3d1
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 12:03
1243
2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირება ყველაზე მკვეთრი იყო რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მაისში 19.77  მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 43%-ით ნაკლებია. იტალიიდან კი გზავნილების მოცულობა შემცირების ნაცვლად 35%-ით გაიზარდა. 

  1. იტალია - 27.59 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 35.82% 
  2. საბერძნეთი - 18.82 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 13.06% 
  3. რუსეთის ფედერაცია - 19.77 მილიონი დოლარი, კლება  წინა წელთან - -43.18% 
  4. აშშ - 15.21 დოლარი, ზრდა წინა წელთან -  -4.76% 
  5. ისრაელი - 11.38 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -17.19%. 
  6. გერმანია - 5.34 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -  26.14% 
  7. ესპანეთი - 3.23 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -22.80% 
  8. პოლონეთი - 2.02 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -24.80% 
  9. საფრანგეთი - 1.86 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -20.60% 
  10. გაერთიანებული სამეფო - 1.03 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -30.62% 

2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.