09.აგვისტო .2020 13:37

როგორ უნდა მიიღოთ საჩუქრად ერთი ღამე Rooms Hotels-ში?

views 2365
უკან

აჭარა ჯგუფსა და Visa-ს შორის შედგა თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც შიდა ტურიზმის წამახალისებელი არაერთი აქტივობა იგეგმება. ერთობლივი კამპანიის „ასეთი დრო“ პრეზენტაცია გაიმართა Stamba Hotel-ში. ღონისძიებას აჭარა ჯგუფისა და Visa-ს პარტნიორი კომპანიების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ასეთი დრო“ გლობალური სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოში შიდა ტურიზმის წამახალისებელ, შემოქმედებით კამპანიას წარმოადგენს. 

კამპანიის ფარგლებში, Visa ბარათის მომხმარებლები Rooms Hotels Kazbegi-სა და Rooms Hotel Kokhta-ში ერთი ღამით დარჩენის შემთხვევაში შეძლებენ მეორე ღამით უფასოდ ისარგებლონ. ამასთან ერთად, Cafe Stamba-ში, Rooms Garden Bar-სა და Lolita-ში კოქტეილის Visa ბარათით შეძენის შემთხვევაში, სტუმრებს მეორე კოქტეილზე აჭარა ჯგუფი და Visa დაპატიჟებს.

კიდევ ერთი აქტივობა გამორჩეული ხელწერის ქართველი ფოტოგრაფების ქვეყნის ოთხ წერტილში მოგზაურობას გულისხმობს. ისინი არსებული უნიკალური სივრცეებისა და ისტორიის წარმოსაჩენად მხატვრულ რეპორტაჟებზე იმუშავებენ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა