ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ოპოზიციონერი დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა.
„ჩვენი პარტნიორებისგან შეკითხვები არ მომისმენია თუ რა აქვს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებელი საქართველოს სანქციებისგან თავის არიდების კუთხით. ერთადერთი, რასაც გარკვეული ანგაჟირებული პირებისა და პოლიტიკურად დაინტერესებული პირებისგან ერთი წლის განმავლობაში ვისმენთ, არის ბრალდებები, თითქოს, საქართველო რამეს აშავებდეს სანქციების აღსრულების პროცესში. ეს ხდება ყოველგვარი ფაქტების, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არ ვიცი, რა სახელი შეიძლება ეწოდოს იმას, რომ საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულო, რომ არღვევს ძალიან მნიშვნელოვან რეგულაციებს და ამავე დროს, ერთი წლის განმავლობაში ერთი ფაქტიც კი ვერ წარმოადგინო ამის დასადასტურებლად“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ატარებს ქვეყნის საბაჟო სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით.
„მოხსენება პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლამდე, ერთი კვირით ადრე გამოგზავნილი გვქონდა, როგორც ამას ახალი რეგლამენტის ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ჩანს, წინასწარ მომზადებული შეკითხვა აღარ გამოდგა ვალიდური, ამ მოხსენებასთან მიმართებით. ნამდვილად არ მეზარება და გავიმეორებ, რომ 1000-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც დაფიქსირდა სანქცირებული საქონლის არასწორი ტრანზაქცია და ამ შემთხვევებში გაბრუნებულ იქნა საქონელი. გარდა ამისა, 600-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მომართვიანობა იყო საბაჟო სამსახურში და მათ გაეცათ პასუხი, რომ ესეთი ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ეს ოპერაცია დაექვემდებარებოდა საქონლის უკან გაბრუნებას. აგრეთვე, მუდმივ რეჟიმში ხდება კომუნიკაცია ეკონომიკურ ოპერატორებთან იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შემთხვევების პრევენცია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საბაჟო სამსახურს უამრავი სამადლობელი წერილი და მადლობის სიტყვები აქვს მიღებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.
„არც ერთი ოფიციალური უწყება იმ ინფორმაციას რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენი პარტნიორებისგან არ დასტურდება. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოს შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ დააბრალოთ ქვეყანას ის, რაც რეალურად არ ხდება, ჩემთვის გამოცანად რჩება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი