მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრალდებულები და მსჯავრდებულები დროებით პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ

5e6a2b73c4fdd
ინგა მურუსიძე
12.03.20 16:32
810
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებათშორისი საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გაავრცელა.

როგორც მთავრობაში ამბობენ, პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები.

"ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.

ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.