მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ გასულ წელს $84 მლნ-ის ელექტროენერგია გაყიდა

63ce4952acaa1
მარიამ ვარადაშვილი
23.01.23 14:00
586

ესკოს მონაცემებით, გასულ წელს ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 148%-ით გაიზარდა და 971.1 მლნ კვტ. საათი შეადგინა. 2021 წელს ესკოს მიერ ექსპორტირებული იყო 391 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. გასულ წელს 861.1 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა. 

ამასთან, გასულ წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. საქსტატის თანახმად, 2022 წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალმა 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 436%-ით არის გაზრდილი.