27.აგვისტო .2019 23:01

ბრაზილია G7-ის ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს

views 574
უკან

ბრაზილიის მთავრობამ ‘’დიდი შვიდეულის’’ მიერ ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად გამოყოფილ მილიონიან დახმარებაზე უარი განაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ონიქს ლორენცონის განცხადებით, უკეთესი იქნება თუ 20 მილიონი დოლარს ევროპაში ტყის გაშენებას მოახმარენ.  გადაწყვეტილება საინფორმაციო სააგენტო AFP -ს ბრაზილიის პრეზიდენტის აპარატშიც დაუდასტურეს.

როგორც ცნობილი იყო, G7-ს მონაწილე ქვეყნებმა ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის კერების ლოკალიზებისთვის სწორედ 20 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყვეს.

მანამდე კი, ბრაზილიის მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა. ‘’ მაკრონმა ისიც ვერ შეძლო, რომ მსოფლიო კულტურის ძეგლში, პარიზის ღვთისმშობლის ეკლესიაში ხანძარი ჩაექრო , ახლა კი ჩვენ ლექციებს გვიკითხავს ჩვენს ქვეყანაზე?’’- განაცხადა ბრაზილიის პრემიერ-მინისტრმა ონიქს ლორენცონიმ.

შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშბატური ცეცხლი მძვირნავრებს. ხანძარი დედამიწის ფილტვებში 6 აგვისტოს გაჩნდა და მას შემდეგ უკონტროლოა. ცეცხლის კერების ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.