14.აგვისტო .2019 00:10

ბრაზილია რეცესიის ზღვარზე

views 327
უკან


ბრაზილიაში ეკონომიკური აქტივობა 2019 წლის მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით 0.13% -ით შენელდა. ინფორმაცია ქვეყნის  ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ამავდროულად, მშპ-ის ვარდნამ მეორე კვარტალში 0,68% შეადგინა.


დასავლური მედია იუწყება, რომ ბრაზილიის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე დასწია.


როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება, თუ პროცესები მსგავი ტემპით განვითარდება, ლათინური ამერიკის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სავარაუდოდ, რეცესიაში გადავა.


შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ეკონომიკური კრიზისი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა.