მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილია რუსული ვაქცინის შეძენას გეგმავს

5f5b7d9f5b8c3
ნათია თაქთაქიშვილი
11.09.20 23:40
1159
რუსეთმა და ბრაზილიამ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ბრაზილია რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო 50 მილიონ დოზა ვაქცინა Sputnik-V-ს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მედიკამენტის მიწოდება სავარაუდოდ 2020 წლის ნოემბრიდან დაიწყება, მას შემდეგ რაც ბრაზილიის მარეგულირებელი ორგანო ვაქცინის რეგისტრაციას დაამტკიცებს.

„ბრაზილია მოხარულია რუსეთის ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობით. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ბრაზილიელი მოსახლეობისათვის მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც მას ბრაზილიის მარეგულირებელი ორგანო ოფიცილურად დაადასტურებს“, - განაცხადა ბრაზილიის ჯანდაცვის მდივანმა ფაბიო ვილას-ბოას პინტომ.

გამოცემის მიხედვით, ბრაზილიის ჯანდაცვის მდივანი აღნიშნავს, რომ ვაქცინა Sputnik-V-ი მოსფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების მეორე და მესამე ეტაპი. ამჟამად მედიკამენტი შესწავლის მესამე ფაზაზეა.