07.ივლისი .2020 12:49

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 20,229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 20,229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
views 317
უკან

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირების 20,229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 620 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად ინფიცირების ახალი შემთხვევებისა, ბრაზილიაში COVID-19-ით გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

რიო დე ჟანეიროში , სადაც კორონავირუსით 10,000 ადამიანი დაიღუპა, უქმეებზე ბარები და რესტორნები გაიხსნა. სან პაულოში კი, 24 მარტის შემდეგ დაკეტილი სილამაზის სალონები, ასევე, ბარები და რესტორნები გაიხსნა, თუმცა შეზღუდვები მოქმედებს.

სან პაულოში ბარები და რესტორნები დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათი მუშაობს. ასევე, აუცილებელია, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

ბრაზილიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის 1, 623,284 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 65,4887 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა