მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიაში იესო ქრისტეს ახალი 43-მეტრიანი ქანდაკება შენდება

60753dcec0220
თათია კაკიაშვილი
13.04.21 19:56
1632
სამხრეთ ბრაზილიაში იესო ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკება შენდება და ის რიო დე ჟანეიროს ცნობილ ქანდაკებაზე უფრო მაღალი იქნება. ამის შესახებ CNN წერს.

ქანდაკებას სახელად - „მფარველი ქრისტე“ ადგილობრივი ორგანიზაცია „ქრისტეს მეგობრები“ ბრაზილიის ყველაზე სამხრეთით მდებარე შტატში, რიო გრანდე დო სულში, პატარა ქალაქ Encantado-ში აშენებს. ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი იქნება, ფოლადის და ბეტონისგან მზადდება და ის მოქანდაკე გენეზიო გომეს მოურასა და მისი ვაჟის, მარკუს მოურას ნამუშევარია.

ამ დროისთვის „მფარველი ქრისტეს“ ქანდაკებას თავი და მკლავები აქვს დამონტაჟებული, ხოლო მშენებლობა, რომელიც 2019 წლის ივლისში დაიწყო, წესით, წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. "მფარველი ქრისტეს" ღირებულება მთლიანობაში 353 000 აშშ დოლარია და ორგანიზაცია „ქრისტეს მეგობრები“ პროექტის დასასრულებლად დონაციებს ელის.

"ქანდაკების შიგნით დამონტაჟებული ლიფტი ტურისტებს ქრისტეს გულის მიმართულებით აიყვანს", - წერს CNN.