01.ოქტომბერი .2019 23:50

ბრაზილიელი მილიარდერი ისევ დააკავეს

views 306
უკან

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალურმა სასამართლომ ერთ დროს ბრაზილიის უმდიდრეს ადამიანს, ბიზნესმენ ეიკ ბატისტას რვა წლით და შვიდი თვის პატიმრობა მიუსაჯა. Bloomberg-ის ინფორმაციით, სასამართლომ მილიარდერი საფონდო ბირჟის მანიპულირებისა და ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ სცნო და პატიმრობის გარდა, $20 მილიონი ჯარიმაც გადახდაც დააკისრა.



ბატისტა ერთ დროს ბრაზილიის ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნეოდა. ყოფილი ნავთობისა და მაღაროს მაგნატი პოლიციამ გასულ თვეს $203 მილიონიანი უძრავი ქონების საეჭვო ფულადი გარიგების საქმეში გამოძიების ფარგლებში დააკავა.


აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი კორუფციისა და ფულის გათეთრებისთვის 2018 წლიდან, 30-წლიან შინა პატიმრობას უკვე იხდიდა.


ჟურნალ Forbes- ის თანახმად, 2012 წელს, ბატისტას ქონება 30 მილიარდ დოლარად შეფასდა, რამაც იგი იმ პერიოდში ბრაზილიაში მცხოვრები უმდიდრესი ადამიანი გახადა. ამ ეტაპისთვის, კი ბიზნესმენის ქონების ზუსტი მონაცემები უცნობია.