31.ოქტომბერი .2019 18:50

ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა

ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა
views 784
უკან

ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით ისტორიულ მინიმუმამდე - 5%-მდე შეამცირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის რეგულაციის კომიტეტმა მიიღო.

ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ არსებული ეკონომიკური ვითარება ინფლაციაზე კონტროლის შენარჩუნებას ხელს უწყობს, რაც მათ საშუალებას მისცემს "წლის ბოლომდე კვლავ შეამცირონ ეს მაჩვენებელი იმავე ოდენობით". აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 10-11 დეკემბერს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ პირველი აგვისტოდან ბრაზილიის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში 6.5%-ს შეადგენდა, პერმანენტულად ამცირებდა. რეგულატორის ამჟამინდელი და წინა გადაწყვეტილებები ქვეყნის საექსპერტო წრეებისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა