მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზია პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა

5f3111e827edc
ნათია თაქთაქიშვილი
10.08.20 14:20
1014
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნი და მედია გააკრიტიკა. მან პოსტი სოციალურ ქსელ Tweeter-ზე გამოაქვეყნა, მას შემდეგ რაც გარდაცვლილთა რაოდენობამ ბრაზილიაში 100,000 გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბოლსონერუ Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ 16,000 ადამიანი მაინც გარდაიცვალა 23 მარტიდან - 1 მაისამდე პერიოდში, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამო მათ სამედიცინო დაწესებულებებს ვერ მიმართეს კორონავირუსით დაინფიცირების შიშის გამო.

ბოლსონერუს განცხადებით, არაოფიციალური რიცხვებიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ბრაზილიაში.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზია მოსახლეობაში პანიკის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ტელევიზია მთავარ გამოშვებას იწყებს იმით, რომ ბრაზილიაში კორონავირუსისგან უკვე 100,000 მოქალაქე გარდაიცვალა.

„ტელევიზია ისე ზეიმობს ამ ამბავს, თითქოს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იყოს“,- წერს ბოლსონარუ საკუთარ პოსტში და იქვე აღნიშნავს, რომ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია იმაზე მეტად ვნებს საზოგადოებას, ვიდრე თავად ვირუსი.

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, არ შეიძლება კორონავირუსს პოლიტიკური ელფერი მიეცეს.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 3 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო გარდაიცვალა 100,000 ადამიანი.