მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრენდ Off-White -ში გადახდა კრიპტოვალუტითაც შესაძლებელია

62513fea77c32
მარიამ ადამია
09.04.22 23:44
991

ლონდონში, პარიზსა და მილანში, ბრენდ Off-White -ის მაღაზიებში გადახდა კრიპტოვალუტითაც შესაძლებელი გახდა. მომხმარებლებს, Bitcoin-ით, Binance Coin-ით, Ethereum-ითა და Ripple-ით შეეძლებათ სასურველი პროდუქციის შეძენა. ამის შესახებ ინფორმაციას Hypebeast აქვეყნებს. 

ამავდროულად, არაა დაწესებული ზღვარი გადახდის ოდენობაზე ან გარკვეულ ასორტიმენტზე, რომლის გადახდაც მხოლოდ  კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ბაზრის არასტაბილურობის გამო, ზარალისა და რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვის თავიდან ასაცილებლად, ბრენდი, Lunu POS ტერმინალს იყენებს, რომელიც საუკეთესო ფიზიკურ ვალუტას პოულობს კრიპტოვალუტის გაცვლის კურსში ტრანზაქციის დროს და თავსებადია რამდენიმე კრიპტო-საფულესთან, რომლებიც QR კოდებს ქმნიან გადახდისთვის.

ასევე, Vogue Business-ის ცნობით, ბრენდი Off-White, საკუთარი მეტავერსიის შექმნასაც განიხილავს.