მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $60-ს გადააჭარბა

60217febb0d45
BM.GE
08.02.21 23:00
628
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $60-ს გადააჭარბა. ბაზრის მონაწილეები ნავთობზე ფასის მატებას კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესის აქტიურ დაწყებას უკავშირებენ.

2020 წლიდან მოყოლებილი საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასმა $60-იან ნიშნულს პირველად გადააჭარბა. ამერიკულ ფიუჩერსებზე ნავთობის ფასი +1.2% ით გაიზარდა და ბარელზე $60,05 შეადგინა. მარტის ფიუჩერსებზე WTI-ის ტიპის ნავთობის ფასის მატება 1,25%-იანია $57,56- მდე.

Bloomberg წერს, რომ ნავთობის გაძვირება ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ვაქცინის გამოყენებაზე პირველი ცნობები გამოჩნდა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ნავთობის ფასზე მოქმედებს ჩინეთში მოხმარებაზე გაზრდილი მოთხოვნა. გასული პარასკევის ინფორმაციით, ქვეყნისკენ 127 სუპერტანკერი მიემართება, რომლებსაც სრული დატვირთვის შემთხვევაში 250 მლნ ბარელის გადაზიდვა შეუძლიათ. Royal Dutch Shell PlC -ის გენერალური დირექტორი გასულ კვირას აცხადებდა, რომ ჩინეთში საწვავის გაყიდვებმა მოხმარება მნიშვნელოვანი ზრდის რეჟიმში გადაიყვანა.

ნავთობის ფასის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია opec+ ის შეხვედრამაც. 3 თებერვლის შეხვედრის შემდეგ "ოპეკი +"-ის მინისტრების მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა შეიძლება მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. აღსანიშნავია, რომ "ოპეკი +"-ის მონიტორინგის კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 3 მარტს გაიმართება.

"მსოფლიოში COVID-19-ის ვაქცინების ფართო ხელმისაწვდომობამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ნავთობის მოხმარების ზრდა, განსაკუთრებით 2021 წლის მეორე ნახევარში", - ნათქვამია ანგარიშში. მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში "ოპეკი +"-ის ქვეყნები შეთახმდნენ თებერვლისა და მარტის თვეების წარმოების პარამეტრებზე. ამ პირობებში, რუსეთსა და ყაზახეთს შეეძლებათ ნავთობის მოპოვება დღე/ღამეში 150 ათასი ბარელით გაზარდონ ორი თვის განმავლობაში, ხოლო საუდის არაბეთი და "ოპეკი +"-ის ყველა სხვა წევრი ქვეყანა, გაზრდის წარმოების შემცირებას ჯამში 1,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში.