მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრენტის" მარკის ბარელი ნავთობის ფასი $15.98 დაეცა

5ea016b94500d
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 14:43
1505
ნავთობის ფასი ისევ განაგრძობს ვარდნას და 1999 წლის შემდეგ მინიმუმ ნიშნულზეა. ამის შესახებ CNN-ი წერს წერს, რომლის ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ბარელი ნავთობის ფასი 15.98 დოლარამდე დაეცა.

ლონდონში "აისიის" (ICE) ვაჭრობაზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფიუჩერსის ღირებულებამ 16.71 დოლარი შეადგინა.

"ბრენტის" მარკის ნავთობზე მსგავსი დაბალი ფასი ბოლოს 2001 წლის ნოემბერში იყო.

ნეგატიური ღირებულების შემდეგ, ამერიკული დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასმა მოიმატა და ბარელი ნავთობი 10.72 დოლარი ღირს.

ნავთობის ფასზე გავლენას კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ახდენს.